11-13 დეკემბერს მოსკოვში "ქართული კულტურის დღეების" გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი, კონფერენციები მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ლიდერების შეხვედრები, ეთნიკური მრგვალი მაგიდა და სხვა.
ასევე ოკუპანტ ქვეყანაში იგეგმება კულტურული ღონისძიებების, გამოფენების, მასტერკლასებისა და ლექციების ჩატარება. ე.წ. კულტურის დღეები კი დასრულდება კონცერტით, რომელშიც ქართული წარმოშობის მოსკოველი მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე, რომელიც 1982 წელს ბათუმში დაიბადა. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, პრეზიდენტად ის 2021 წლის პირველ მარტს აირჩიეს.